ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს 59 ბრალდება წაუყენეს

ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს ბრალი წაუყენეს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სიდნეის ბონდის სანაპიროზე მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს, 24 წლის ნავიდ აკრამს 59 ბრალდება წაუყენეს, მათ შორის მკვლელობის 15 და ერთი ტერორიზმის ბრალდება.
ნავიდ აკრამი თავდასხმის დროს პოლიციელებმა მძიმედ დაჭრეს და კომიდან დღეს ღამით გამოვიდა, ხოლო მეორე ეჭვმიტანილი, ნავიდ აკრამის მამა, 50 წლის საჯიდ აკრამი პოლიციელებთან დაპირისპირების შედეგად ადგილზე დაიღუპა.
„მამაკაცმა რელიგიური მიზნითა და საზოგადოებაში შიშის გავრცელების მიზნით ჩაიდინა ისეთი ქმედება, რამაც სიკვდილი და სერიოზული დაზიანებები გამოიწვია. პირველადი ნიშნები მიუთითებს, რომ ეს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ შთაგონებული ტერორისტული თავდასხმა იყო“, – აცხადებს ახალი სამხრეთ უელსის პოლიცია.
შეგახსენებთ, 14 დეკემბერს სიდნეიში, ბონდის სანაპიროზე ორმა შეიარაღებულმა პირმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიების დროს თავდასხმა განახორციელა. თავდასხმის შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია