კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურებიან

ხანუქა ზეიმის და სიხარულის დრო უნდა იყოს. ამაზრზენია ის ამბავი, რომ ბონდის სანაპიროზე მომხდარი თავდასხმა ხანუქას ღონისძიებაზე შეკრებილი ებრაელი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა იყო, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო ყოველთვის ავსტრალიისა და ებრაული თემის გვერდით იდგება.
თავდასხმას ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერციც და აცხადებს, რომ მომხდარით „აბსოლუტურად შოკირებულია“.
„ეს ჩვენი საერთო ღირებულებების წინააღმდეგ თავდასხმაა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს – აქ, გერმანიაში და მთელ მსოფლიოში“, – წერს მერცი.
შეგახსენებთ, ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე მომხდარი სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა, დაშავებულია 29 ადამიანი. თავდასხმა ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მოხდა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, ჩატარდება მნიშვნელოვანი გამოძიება, რომელსაც კონტრტერორისტული სამსახური უხელმძღვანელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში