ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გერმანიის ბუნდესტაგის ულტრამემარჯვენე კანონმდებელს ნაცისტური წესით მისალმების ბრალდება წაუყენეს

გერმანიის ბუნდესტაგის ულტრამემარჯვენე კანონმდებელს ნაცისტური წესით მისალმების ბრალდება წაუყენეს

ბერლინის პროკურორებმა ულტრამემარჯვენე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - წევრ მათიას მოოსდორფს ბრალი წაუყენეს იმისათვის, რომ ის, სავარაუდოდ, პარლამენტის სხდომაზე მისვლისას, თანაპარტიელს გერმანიაში აკრძალული, ნაცისტური წესით მიესალმა. მოოსდორფი ბრალდებას უარყოფს.
ბუნდესტაგის პარლამენტის ქვედა პალატამ ოქტომბერში მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილი დეპუტატისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნაზე, რამაც გზა გაუხსნა ბრალდების წაყენებას.
ბრალდებით თანახმად, 60 წლის დეპუტატმა 2023 წლის ივნისში რაიხსტაგის შენობის ერთ-ერთ შესასვლელთან ქუსლების ერთმანეთთან მირტყმით ნაცისტური წესით მიესალმა თავის კოლეგებს, რათა მისალმება „სხვებსაც გაეგონათ.“
გერმანიაში, ნაცისტური პერიოდის გამოთქმები და სიმბოლოები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აკრძალულია.
თავის განცხადებაში მოოსდორფმა უარყო ბრალდება, რომ ის ვინმეს მიესალმა ამ ფორმით შენობის გარდერობში თავისი ცოლის ქურთუკის ჩაბარებისას. დეპუტატი წერს, რომ რვა თვითმხილველი ასევე უარყოფს ბრალდებაში ასახულ ინფორმაციას.
„სამარცხვინოა, რომ ვიღაც ამ დონეზე ცდილობს პოლიტიკური სპექტაკლის გათამაშებას იმის ნაცვლად, რომ ჩვენი პარტიის შინაარსს და მის პოლიტიკურ პოზიციებს კონსტრუქციულად გაეცნოს”, - აცხადებს მოოსდორფი.
AfD წელს გერმანიის შიდა სადაზვერვო უწყებამ მემარჯვენე ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.