ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რა გახდა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი - გარემოებების გარკვევის მიზნით, ზელენსკიმ დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა

რა გახდა ბელგოროდის ოლქში რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი - გარემოებების გარკვევის მიზნით, უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილი შეხვედრები გააუქმა; მომხდართან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა.
"ილ-76"-ში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 65 უკრაინელი ტყვე იმყოფებოდა. უკრაინული მედიის ცნობით, იგეგმებოდა მათი გაცვლა. ბელგოროდის გუბერნატორის თქმით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის დაზვერვა ვერ აკონკრეტებს, თუ ვინ იმყოფებოდა ჩამოგდებულ თვითმფრინავში. დეტალების გარკვევაში უკრაინას დახმარებას ვაშინგტონი დაპირდა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.