არქივი24 იანვარი, 2024, 10:24
ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო იმყოფებოდა
ბელგოროდის ოლქში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ბორტზე ტყვედ ჩავარდნილი 65 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უკრაინელი სამხედრო ტყვეები ბელგოროდში გაცვლის მიზნით გადაჰყავდათ.
ტყვედ ჩავარდნილ უკრაინელ სამხედროებთან ერთად ბორტზე ეკიპაჟის ექვსი წევრი და სამი თანმხლები პირი იმყოფებოდა.
რუსული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შემდეგ ბელგოროდის ოლქში საჰაერო განგაშის სირენები ამოქმედდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.