ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ავარიას ლაგოდეხში დედა-შვილი ემსხვერპლა

ავარიას ლაგოდეხში დედა-შვილი ემსხვერპლა

ლაგოდეხში ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა.
61 წლის ქალი უგონო მდგომარეობაში და სხეულის მრავლობითი დაზიანებით, გუშინ ჯერ არქიმედეს კლინიკაში მოათავსეს, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში შოროქანის ტერიტორიაზე გუშინ მოხდა.ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. ძლიერი შეჯახების შედეგად, მსუბუქ მანქანაში მყოფმა დედა-შვილმა მძიმე დაზიანებები მიიღეს.ახალგაზრდა ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა დედა კი დღეს დილით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.