ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ამაყი ვარ, რომ გავზარდე ორი გმირი შვილი! მე ვარ ტერიშვილების დედა! ტერიშვილი მამუკა, რომელიც მომიკლეს ქართული დროშით ხელში და ტერიშვილი გიორგი"

"ამაყი ვარ, რომ გავზარდე ორი გმირი შვილი! მე ვარ ტერიშვილების დედა! ტერიშვილი მამუკა, რომელიც მომიკლეს ქართული დროშით ხელში და ტერიშვილი გიორგი"
"მე მეამაყება, მე მართლა ამაყი ვარ, რომ გავზარდე ორი გმირი შვილი! მე ვარ ტერიშვილების დედა! ტერიშვილი მამუკა, რომელიც მომიკლეს ქართული დროშით ხელში და ტერიშვილი გიორგი. მე მეამაყება, რომ ასეთი შვილები მყავს, მაგრამ ესენი ვერ გაზრდიან ასეთ შვილებს, ვერა, ამათი შვილები ვერ იქნებიან ეგეთები. მე ამაყად გავივლი ქუჩაში.
ამათ არ ეღირსებათ არაფერი, ჩემი შვილის მოპოვებულ თავისუფლებაზე და დამოუკიდებლობაზე რომ გაზარდეს შვილები და ახლა გაფუფუნებულები არიან" - თქვა გიორგი და მამუკა ტერიშვილების დედამ, მარინა ტერიშვილმა.
გიორგი ტერიშვილს, დღეს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, მამუკა ტერიშვილი 17 წლის იყო, როდესაც 1992 წლის 2 თებერვალს მიტინგზე მოკლეს.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.