არქივი5 სექტემბერი, 2025, 15:58
ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ახმეტაში ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. შედეგად ორივე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
შეჯახება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.
ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 5 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.