ადვოკატების ცნობით, ნავალნის ციხეებში ვერ პოულობენ და მისი ადგილსამყოფელი უცნობია

ადვოკატების ინფორმაციით, ს ოპოზიციის ლიდერის. ს ადგილსამყოფელი უცნობია და ბოლო რამდენიმე დღეა, მათთან კავშირზე არ გასულა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
სპიკერმა კირა იარმიშმა X-ზე დაწერა, რომ ადვოკატებმა რამდენჯერმე სცადეს წვდომა ორ სასჯელაღსრულების კოლონიაში, სადაც ნავალნი ბოლო დროს იმყოფებოდა, თუმცა ის არც IK-6 და არც IK-7 დაწესებულებაში არ ყოფილა. მათი თქმით, ოპოზიციის ლიდერს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ნავალნი 2021 წელს, გერმანიიდან რუსეთში დაბრუნების შემდეგ დააკავეს. იქამდე კი, 2020 წელს „ნოვიჩოკით“ მოწამლეს და სამკურნალოდ გერმანიაში იმყოფებოდა. მას 2023 წლის აგვისტოს დასაწყისში 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ რაც დამნაშავედ ცნეს ექსტრემისტული საზოგადოების შექმნაში, ექსტრემისტული აქტივობების დაფინანსებასა და მრავალ სხვა დანაშაულში.