ФСБ -ს ცნობით, გენერალ მოსკალიკის აფეთქებაში ეჭვმიტანილი დააკავეს

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ დააკავეს პირი, რომელმაც გენერალ-ლეიტენანტი იაროსლავ მოსკალიკის მანქანა დანაღმა. ФСБ-ს ცნობით, დაკავებული 1983 წელს დაბადებული იგნატ კუზინია. უწყება ამტკიცებს, რომ ის უკრაინის სპეცსამსახურების აგენტია და უკრაინაში ბინადრობის ნებართვა ჰქონდა.
რუსეთის დაზვერვის სამსახურის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა უკრაინის ტერიტორიიდან დისტანციურად ამოქმედდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება „ტერორისტული აქტის მომზადებისა“ და „ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შენახვის“ მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გოჩა მირცხულავა: თუ დადგინდება, რომ ასეთი საქმიანობა ეხმარება ოკუპანტის ინტერესებს ან არღვევს საქართველოს კანონმდებლობას, ეს მხოლოდ პოლიტიკური ან საზოგადოებრივი შეფასების საგანი კი არა, სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა გახდეს