არქივი30 აპრილი, 2025, 13:53
Reuters - შვედეთის პოლიციამ ქალაქ უფსალაში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი დააკავა

შვედეთის პოლიციამ ქალაქ უფსალაში მომხდარ სროლაში ეჭვმიტანილი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
შვედეთის პოლიციის განცხადებით, სამშაბათს, ქალაქ უფსალში მომხდარი სროლის შედეგად, 3 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს.
პოლიციის ცნობით, სროლა, რომელიც საპარიკმახეროში მოხდა, „იზოლირებული ინციდენტი“ იყო.
შვედური მედიის ინფორმაციით, დაკავებული 18 წლამდე მოზარდია, ხოლო გარდაცვლილები 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდები არიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.