პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სუს-ის ცნობით, ISIS-ის წევრი დააკავეს

სუს-ის ცნობით, ISIS-ის წევრი დააკავეს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქის დაკავების შესახებ წერს – ოფიციალური განცხადების თანახმად, სპეცოპერაცია ქალაქ რუსთავში ჩატარდა.
სუს-ის ცნობით, დაკავებული უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით იძებნებოდა. ძებნის დაწყების ინიციატორი ასევე უცხო ქვეყანა იყო.
“კონტრტერორისტული ცენტრის ინფორმაციით, დაკავებული პირი საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების მქონეა და ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია. პირი ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი. ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი შესაბამისი კვალიფიკაციით აწარმოებს”- წერია განცხადებაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 მაისი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.