Первый отдел – საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება

იურისტთა და უფლებადამცველთა ღია საზოგადოების, Первый отдел-ის ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ საქართველოში გაუჩინარებული რუსი აქტივისტი, რაფაილ შეპელევი ნიჟნი ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.
უფლებადამცველები აცხადებენ, რომ შეპელევს ბრალად ედება ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა, რაც თავისუფლების 10-დან 20 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს, და ტერორიზმის გამართლება, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შეპელევი რუსეთის უშიშროების ძალების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში მოტყუებით გადაიყვანეს, იქ დააკავეს, ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, რა დროსაც ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის საქმეზე და აღკვეთის ღონისძიება შეუფარდეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის საქმის წინასწარი გამოძიების ადგილზე, ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში გაგზავნეს“, – აცხადებენ Первый отдел-ის უფლებადამცველები.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ