კირბალიდან გაუჩინარებული რუსი აქტივისტი ნიჟნი-ტაგილის იზოლატორში აღმოჩნდა

საქართველოდან გაუჩინარებული რუსი აქტივისტი რაფაილ შეპელევი ნიჟნი-ტაგილის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. რუსი ადვოკატებისა და უფლებადამცველების თქმით, მას ტერორიზმში ედება ბრალი.
მათ განცხადებაში წერია, რომ შეპელევი რუსი ძალოვნების პროვოკაციის მსხვერპლი გახდა. ის თბილისიდან ცხინვალის რეგიონში გაიტყუეს, იქ დააკავეს და ვლადიკავკაზში გადაიყვანეს, ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს, შემდეგ კი სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს და ნიჟნი-ტაგილის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ რუსი აქტივისტი სოფელ კირბალიდან გაუჩინარდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 9 ნოემბერს აცხადებდა, რომ შეპელევმა საოკუპაციო ხაზი საკუთარი ნებით გადაკვეთა.