“პრიგოჟინის მსგავსად ამნისტიის მეც მეშინია” – აცხადებს სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორიდან

დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინმა) საგამოძიებო იზოლატორში მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება. მან თავისი საქმე შეადარა აგვისტოში დაღუპული კერძო კომპანიის, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხს და თქვა, რომ შესაძლოა პრიგოჟინის ბედი გაიზიაროს.
“პრიგოჟინის მოშორებისთვის პასუხისგებაში არავინ მიუციათ. პრეზიდენტმა სპონტანური სიკვდილის ვერსია გაახმოვანა – ამ ვერსიის არ მჯერა”, – განუცხადა სტრელკოვმა გაზეთ Baza-ს.
სტრელკოვმა გაიხსენა, რომ ექსტრემიზმის წაქეზების ბრალდებით მისი დაპატიმრება მოხდა „ვაგნერის“ ამბოხებიდან ერთი თვის შემდეგ, ამბოხისა, რომელიც დასრულდა დაქირავებულების მიერ დონის როსტოვის დაკავებით და ვორონეჟის ბლოკადით დასრულდა. “ყველაზე მეტად, მეშინია, რომ ჩვეულებრივი სისხლის სამართლის სასჯელის ნაცვლად, მე “ამნისტირებული” ვიქნები, ისევე როგორც „მზარეული“ [პუტინის მზარეული პრიგოჟინის მეტსახელია, რომელიც მას კრემლში ბანკეტების ორგანიზებისთვის მიენიჭა-რედ],” – თქვა სტრელკოვმა.
დონეცკში პრორუსი სეპარატისტების ყოფილი მეთაურის, იგორ სტრელკოვი დააკავეს 2023 წლის ივლისის ბოლოს, ს ხელისუფლების მიმართ კრიტიკის გამო, რაშიც გამოძიებამ დაინახა ექსტრემიზმისკენ მოწოდებები.
სტრელკოვი წინასწარი დაკავების იზოლატორში მინიმუმ 18 დეკემბრამდე უნდა დარჩენილიყო, მაგრამ 7 დეკემბერს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ექვსი თვით გაუხანგრძლივა წინასწარი პატიმრობის ვადა (გირკინი). მას ბრალად ედება ექსტრემიზმისკენ საჯაროდ მოწოდება. მანამდე საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა გირკინმა განაცხადა, რომ აპირებს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.
ბრალდების მიხედვით, მას ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. კანონის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, სტრელკოვი ვერ იყრის კენჭს რუსეთის პრეზიდენტის პოსტზე, თუმცა განაჩენის ძალაში შესვლამდე, მას აქვს კანდიდატად დარეგისტრირების უფლება.

რუსეთის ფედერაციის საბჭომ 7 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თარიღად 2024 წლის 17 მარტი განსაზღვრა. შესაბამის ბრძანებას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს რუსეთის “კომუნისტური პარტიის” ხელმძღვანელმა გენადი ზიუგანოვმა, სახელმწიფო სათათბიროს ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, დონეცკის პრორუსი სეპარატისტების ყოფილმა სამხედრო ლიდერმა იგორ სტრელკოვმა (გირკინი) და ჟურნალისტმა რჟევიდან ეკატერინა დუნცოვამ. თავისი კანდიდატის წარდგენას გეგმავს პარტია “Новые люди” (ახალი ხალხი).

ასევე დაგაინტერესებთ

აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი და ერაყი ირანს პრეზიდენტის ვერტმფრენის ძიების სამუშაოებში დახმარებას სთავაზობს – თურქეთი კი ქვეყანაში ღამის ხედვის ვერტმფრენებს, მანქანებს და პერსონალს აგზავნის