ჯოზეფ ბორელი – ევროკავშირი წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად საზღვაო მისიას შექმნის

ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, -ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან.
ბორელის თქმით, აშშ-ის პასუხი მოსალოდნელი იყო, მას შემდეგ რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა ნათელი გახადა, რომ ვაშინგტონი საპასუხო დარტყმებს განახორციელებდა.
„რა თქმა უნდა, ყოველ დარტყმას წვლილი შეაქვს ესკალაციაში და მინისტრებმა ამ პროცესთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს. შეგვიძლია მხოლოდ ყველას მოვუწოდოთ გაიგონ, რომ ამ მომენტში ამ დარტყმებისა და საპასუხო დარტყმების სერიაში ნაპერწკალს უფრო დიდი ინციდენტის გამოწვევა შეუძლია“, – განაცხადა ბორელმა.
მან აღნიშნა, რომ ამ ძალადობის სერიის დასამშვიდებლად ევროკავშირი მიმდინარე თვეს წითელ ზღვაში საზღვაო მისიას შექმნის, რათა საერთაშორისო გემები დაიცვას იემენის „ჰუსიტების“ მხრიდან თავდასხმებისგან.
ბორელის თქმით, მისია „თავდაცვითი” იქნება და „ჰუსიტების“ წინააღმდეგ ხმელეთზე თავდასხმებს არ განახორციელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

სიმონ ჯანაშია: პოლიციის ენით რომ დაწერილიყო, ასეთი იქნებოდა ცნობილი რომანის ერთი ეპიზოდი: დათა თუთაშხიამ მაუზერის დემონსტრირება მოახდინა, რის შედეგად კაჯაია ბულავამ საკუთარ ქონებრივი უფლებების დაცვა სცადა

ირაკლი კობახიძე – ელჩების დიდი ნაწილი საკუთარ თავს ქართული საზოგადოების წინაშე წარმოაჩენს, როგორც სიძულვილის ელჩი – ეს უარყოფითად აისახება ევროკავშირის იმიჯზე საქართველოში და პროცესი უნდა შეჩერდეს