სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო სუვერენიტეტის დასაცავად ფილიპინები წყალქვეშა ნავებს შეიძენს

სამხრეთ ჩინეთის ზღვაში საზღვაო სუვერენიტეტის დასაცავად ფილიპინები წყალქვეშა ნავებს შეიძენს, – ამის შესახებ ინფორმაციას ფილიპინების საზღვაო ძალების სპიკერი, როი ტრინიდადი ავრცელებს.
„ჩვენ შეიძლება დიდი საზღვაო ფლოტი არ გვყავდეს, მაგრამ ჩვენი საზღვაო ფლოტი ჩვენს ტერიტორიულ უფლებებსა და სუვერენიტეტზე იზრუნებს“, – განაცხადა როი ტრინიდადმა.
ფილიპინების საზღვაო ძალების სპიკერმა აღნიშნა, რომ ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდ მარკოს უმცროსის მიერ დამტკიცებული სამხედრო მოდერნიზაციის მესამე ეტაპი, შიდა თავდაცვიდან გარე თავდაცვაზე გადასვლის სტრატეგიას ასახავს.
ტრინიდადის ცნობით, ფილიპინებისთვის წყალქვეშა ნავების მიწოდების შესახებ ინტერესი საფრანგეთმა, ესპანეთმა, სამხრეთ კორეამ და იტალიამ გამოთქვა.
ცნობისთვის, ჩინეთსა და ფილიპინებს შორის ურთიერთობები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიული დავების გამო დაიძაბა. მანილა მის ეკონომიკურ ზონაში მდებარე სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილს დასავლეთ ფილიპინების ზღვად მოიხსენიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – საქართველოს საგარეო უწყებამ სულელური განცხადება გაავრცელა, რას ლაპარაკობენ? – სანქცია არის დამღა, რომლის მოხსნა ურთულესი თემაა, რადგან მაკა ბოჭორიშვილი იტყვის, შეცვლიან?

სიმონ ჯანაშია: მოუსმინეთ შანიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის მოწმეს. ამ საშინელ ისტორიაში ჩანს, რომ მკვლელის მშობლები ამ ამბის სულ მცირე შემსწრეები და კიდევ უარესი, მკვლელობის თანამონაწილეები არიან (აუდიოჩანაწერი)