ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ჯოზეფ ბორელი - იმედი მაქვს, რომ წითელ ზღვაში ევროკავშირის მისია 17 თებერვალს დაიწყება

იმედი მაქვს, რომ წითელ ზღვაში ევროკავშირის მისია 17 თებერვალს დაიწყება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, თუ რომელი ქვეყანა უხელმძღვანელებს მისიას, სად იქნება შტაბ-ბინა და წევრი სახელმწიფოები საზღვაო ფლოტის რომელ ნაწილებს გამოყოფენ. ყველა წევრი სახელმწიფო მისიაში მონაწილეობისთვის მზად არ იქნება, მაგრამ მისიას ხელს არავინ შეუშლის. იმედი მაქვს, რომ მისია 17 თებერვალს დაიწყება“, - განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის მისიის სახელწოდება „Aspis“ იქნება, რომელიც ძველი ბერძნული სიტყვაა და ფარს ნიშნავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.