“მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, “კვარას” გაუფრთხილდით” – ინსინიემ “ნაპოლის” ქომაგებს მიმართა

“ნაპოლის” ყოფილმა შემტევმა ლორენცო ინსინიემ CONI Campania-სთან ინტერვიუში “პარტენოპეისა” და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ლორენცოს თქმით, ხვიჩას ახლა რთული პერიოდი აქვს და გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ.
“მის მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ. “კვარას” გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაიჭირონ და ქართველმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ხვიჩა “ნაპოლის” ლიდერია. როდესაც მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანას ვერ ვახერხებდი და ვმარცხდებოდით, ჩემთვისაც ურთულესი გადასატანი იყო.
გასულ სეზონში ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მთელი ნეაპოლისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთეს”, – განაცხადა ინსინიემ.
შეგახსენებთ, ლორენცო ამჟამად MLS-ში ასპარეზობს და “ტორონტოს” ღირსებას იცავს.
აი ნამდვილი ვაჟკაცი და პიროვნება! აბა აქაურ ჭორიკანა სულმდაბალ, ვაი გულშემატკივრებს კი არა გავს? დადგებიან უსაქმური მახათ გაყრილები და ხვიჩას პირად სივრცეშიც კი იჭრებიან და ნიცას განიკითხავენ. ასეთებს ხელმოცარულ უბადრუკებს ვეძახი, რომლებიც შურით და ბოღმით სკდებიან, რადგანაც არაფერს წარმოადგენენ ცხოვრებაში, ერთადერთი ასეთების საზრუნავია, სხვისი დაბულინგება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში