ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ნაპოლის" ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი - ოსიმენს ხელფასი მნიშვნელოვნად ეზრდება, კვარაცხელიაზეც იგივე იქნება?

ცნობილი და სანდო ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში "ნაპოლი" გუნდის ფორვარდ ვიქტორ ოსიმენს კონტრაქტს გაუხანგლძრივებს და ეს გადაწყვეტილი ამბავია.
ჩვენი იტალიელი კოლეგისვე ცნობით, ახალი შრომითი ხელშეკრულება 2026 წლამდე გაგრძელდება, ნიგერიელის ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება და ის კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება.
შეგახსენებთ, დიდი ხანია მიმდინარეობს საუბარი იმის შესახებ, რომ "პარტენოპეისთან" ახალ კონტრაქტს ხვიჩა კვარაცხელიაც გააფორმებს და მისი ხელფასიც გაიზრდება, თუმცა ეს ამბავი ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
კვარას ერთი ტომარა კარტოფილზე ამუშავებენ, ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს და შეიძლება ორი ტომარა ხახვი დაუმატონ. ეს კვარას კონტრაქტის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება, იტყობინება გაძეტა დელა სპორტი.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.