თბილისში ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ გაიმართა

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ დასრულდა.
თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ერთად ეთქვათ მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მანამდე, საფეხბურთო ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა თითოეული ფეხბურთელი წარადგინა და მათ მიღწევებს გაუსვა ხაზი.
მანამდე ნაკრების ფეხბურთელებმა მსვლელობა გამართეს. ისინი თავისუფლების მოედანზე ღია ავტობუსით ჭავჭავაძე-მელიქიშვილი-რუსთაველის გამზირის გავლით მივიდნენ.
სახალხო ზეიმს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. მან ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.
თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ც, რომელმაც ნაკრების თითოეულ წევრს მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.

.fb-background-color { background: #ffffff !important; } .fb_iframe_widget_fluid_desktop iframe { width: 800px !important; }

ასევე დაგაინტერესებთ

წულუკიანი: მე ვარ დასანქცირებული. ჩავთვალოთ, რომ, დღეს არ მიკეთია ბროში, მაგრამ ბროში რომ მიკეთია, იმის მაგივრად მიკეთია ყვითელი ვარსკვლავი, თუ ჩავთვლი, რომ სანქცია არის ჩემთვის ყვითელი ვარსკვლავი, რომ ვარ მე მიუღებელი

ტობიას კრემერი: რეპორტაჟის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ ის წყლის ჭავლში შეურია და არა დამპყრობელი არმიის, არამედ თავისი ხალხის წინააღმდეგ მიმართა: ქალების და ბავშვების, სტუდენტებისა და ექთნების, მუშებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ