თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ დასრულდა

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება – „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ დასრულდა.
თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებისთვის ერთად ეთქვათ მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებული იყო სცენა, საიდანაც ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ნაკრების კაპიტანმა გურამ კაშიამ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს. მანამდე, საფეხბურთო ნაკრების წევრმა ნიკა კვეკვესკირმა თითოეული ფეხბურთელი წარადგინა და მათ მიღწევებს გაუსვა ხაზი.
სახალხო ზეიმს შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტიც. მან ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ფედერაციის წევრებს ღირსების ორდენები გადასცა და საზოგადოებას სიტყვითაც მიმართა.
თავისუფლების მოედანზე იმყოფებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც, რომელმაც ნაკრების თითოეულ წევრს მიღწეული წარმატებისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრებმა თავისუფლების მოედანი უკვე დატოვეს, საზოგადოებამ ისინი ოვაციებითა და ტაშით გააცილა.
ცნობისთვის, საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედანზე მსვლელობით მივიდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს

დათა თავაძე: მოაყენეს წყლის ჭავლი. დაგვასველეს. მერე გაზი გაუშვეს. მალე ვეღარაფერს ვხედავდი, მაგრამ ზურგს უკან ვიღაც ქალმა ხელი ჩამჭიდა, გვერდზე გამწია და თვითონ წინ გაიჭრა. „სად მიდის?“ – გავიფიქრე