ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - „საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ღონისძიება - "საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“ მიმდინარეობს.
თავისუფლების მოედანზე საზოგადოება შეიკრიბა იმისთვის, რომ ფეხბურთელებს ერთად უთხრან მადლობა იმ წარმატებისთვის, რასაც ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მიაღწია.
სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის დამონტაჟებულია სცენა, საიდანაც ფეხბურთელები შეკრებილებს სიტყვით მიმართავენ.
საფეხბურთო ნაკრები, მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობით მივიდა.
ღონისძიებაზე უკვე მივიდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი დღეს სახალხო ზეიმს შეუერთდება და ფეხბურთის ეროვნული ნაკრების წევრებსა და ფეხბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლებს დააჯილდოებს.
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა, სადაც მათ გულშემატკივრები ოვაციებით დახვდნენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.