, გარდაცვალების შემდეგ, “თავისუფლების საპარლამენტო ორდენით” დაჯილდოვდა

ზურაბ ჟვანია, გარდაცვალების შემდეგ, “თავისუფლების საპარლამენტო ორდენით” დაჯილდოვდა. ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია საქართველოს პარლამენტში გაიმართა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჯილდო ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ჟვანიას გადასცა.
როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის სახელით, დაჯილდოვდა „თავისუფლების საპარლამენტო ორდერით“, რათა აღინიშნოს მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტარიზმის წინაშე.
“დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და განსაკუთრებულად პარლამენტისა და პარლამენტარიზმის განვითარებაში. 31 წლის ასაკში გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, 41 წლის ასაკში, სამწუხაროდ, ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მან იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკაში იყო და განსაკუთრებით, როდესაც პარლამენტს ხელმძღვანელობდა, უდიდესი წვლილი შეიტანა, როგორც პროცედურულად პარლამენტის ჩამოყალიბებაში, საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურების ჩამოყალიბებაში, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაში, ისე ზოგადად, პოლიტიკის იდეის დანერგვაში. ამ ღვაწლის აღსანიშნად, საქართველოს პარლამენტის სახელით, ის დავაჯილდოვეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდერით, რათა აღვნიშნოთ მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტარიზმის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს