შალვა პაპუაშვილმა , გარდაცვალების შემდეგ, „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დააჯილდოვა

დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში და განსაკუთრებულად, პარლამენტისა და პარლამენტარიზმის განვითარებაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჯილდო ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ნინო ჟვანიას გადასცა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ზურაბ ჟვანიამ პარლამენტის და პარლამენტარიზმის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანა. ,
,31 წლის ასაკში გახდა პარლამენტის თავმჯდომარე, 41 წლის ასაკში, სამწუხაროდ, ამ ქვეყნიდან წავიდა, მაგრამ მან იმ პერიოდში, როდესაც პოლიტიკაში იყო და განსაკუთრებით, როდესაც პარლამენტს ხელმძღვანელობდა, უდიდესი წვლილი შეიტანა, როგორც პროცედურულად პარლამენტის ჩამოყალიბებაში, საკანონმდებლო საქმიანობის პროცედურების ჩამოყალიბებაში, საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებაში, ისე ზოგადად, პოლიტიკის იდეის დანერგვაში. ამ ღვაწლის აღსანიშნად, საქართველოს პარლამენტის სახელით, ის დავაჯილდოვეთ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით, რათა აღვნიშნოთ მისი განსაკუთრებული ღვაწლი საქართველოს პარლამენტის და პარლამენტარიზმის წინაშე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ანდრო ჭიჭინაძე მოსამართლეს – ზუსტად იმ სამართლით გაგვასამართლეს, რა სამართალიც არ გვინდოდა ყოფილიყო – არ იფიქროთ, რომ რამეს გთხოვთ, თქვენ სამართლიანად განსჯას სამართლიანობის პრინციპი გთხოვთ, მე სათხოვარი არაფერი მაქვს

კობახიძე: გამორჩეული ლიდერების სიმცირე თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. რა თქმა უნდა, არსებობს გამონაკლისები და ეს ქვეყანა, თურქეთი, თავისი დიდი ლიდერით, გამონაკლისია

შალვა პაპუაშვილი – არის სურვილი, უშუალო შეხვედრების გზით, ჩვენი ვიზიტებით დედაქალაქებში, გვქონდეს პირდაპირი კონტაქტი ჩვენს კოლეგებთან – ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებლად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში