ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

პარლამენტი, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს - ყოფილი პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება

პარლამენტი, 9 დეკემბერს, ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.
„ზურაბ ჟვანიას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. მან პარლამენტი ისეთ ინსტიტუციად აქცია, სადაც კანონშემოქმედების სისტემატიზაცია და პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება მოხდა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.
ზურაბ ჟვანიასადმი მიძღვნილი ღონისძიება, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე, პარლამენტის შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება.
ჟვანია 2005 წლის 3 თებერვალს დაიღუპა. ოფიციალური ცნობით, ის გასათბობი მოწყობილობიდან გაჟონილი მომწამვლელი აირით გარდაიცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.