ვიაჩესლავ ვოლოდინი: ომის დროს წასულები რუსეთში თუ დაბრუნდებიან, საჯარო სამსახურში ვერ იმუშავებენ

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის, ვიაჩესლავ ვოლოდინის თქმით, ომის პერიოდში საზღვარგარეთ წასული მოქალაქეები, უკან დაბრუნების შემთხვევაში საჯარო სამსახურში და სახელმწიფო კომპანიებში ვერ იმუშავებენ.

“ადამიანი, რომელმაც უღალატა საკუთარ ქვეყანას, ჩაიდანა მზაკვრული საქციელი ვერ იქნება სახელმწიფო და მუნიციპალურ სამსახურში”. – დაწერა ვოლოდინმა საკუთარ Telegram-არხში.

მაღალჩინოსანმა ასევე ახსენა შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთიდან წავიდნენ.

“შემიძლია ვივარაუდო, რომ ახლო მომავალში უკან დაბრუნებულთა რიგებს შეავსებენ შოუ-ბიზნესის გაქცეული წარმომადგენლები.

წინასწარ ვეტყვით მათ: გაშლილი ხელებით შეხვედრას ნუ მოელით”.

ვოლოდინის სიტყვებს გამოეხმაურა სამთავრობო ოპოზიციური პარტია პარტია ნოვიე ლუდის ერთ-ერთმა ლიდერი ოლეგ ლეონოვი:

“რაც შეეხება მათ ვინც 2022 წელს ან უფრო ადრე წავიდნენ, ისინი უკვე მრავალი წელია ცხოვრობენ საზღვარგარეთ, მათ დაკარგული აქვთ კავშირი რუსულ რეალობასთან, ახლა რომ დაბრუნდებიან დაიწყებენ სახელმწიფო სამსახურში მუშაობას, გამორიცხულია, ისინი ვერ იაზრებენ როგორ შეიცვალა ქვეყანა ამ დროის განმავლობაში”.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: აშშ-მა განაახლა პარტნიორობა, სხვა დონეზე აიყვანა მეზობელ ქვეყნებთან, ეს არის აზერბაიჯანo, სომხეთი, არავითარი წინაპირობები არ ყოფილა, არც პატიმრების გათავისუფლება, არც ოპოზიციასთან დაკავშირებით – თუ დავინახავთ ორმაგ სტანდარტს, სამწუხარო იქნება

ლევან სანიკიძე – „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენლის მთავარი პრეტენზიაა პოლიციასთან: თავს ნუ მოგვჭრით, ჩუმად ურტყით ხალხს, სალაპარაკო არ გახდეს – რაც შეეხება 26 მაისს, არ ვარ ოფთალმოლოგი, რომ დავეხმარო პაპუაშვილს, თვალებში გამოიხედოს

შალვა კერესელიძე – გორის ფაქტმა აჩვენა, რომ საქართველოში არავინ არის დაცული -„ქართული ოცნება“ პოლიციელების ძალადობას მცირეოდენ გადაცდომას ეძახის, „დავაკავეთ, რა მოხდა მერეო“ – წარმოგიდგენიათ, რამდენი შემთხვევა უბრალოდ არ გასაჯაროვდა?