არქივი21 აგვისტო 2025, 22:46
ლინდსი გრემი: რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს რუსეთმა თითქმის 19 ათასი ბავშვი უკრაინიდან გაიტაცა. ბავშვების გატაცება მათი მშობლიური ქვეყნიდან უსაზიზღრესი და ბარბაროსული საქციელია

"რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის დროს რუსეთმა თითქმის 19 ათასი ბავშვი უკრაინიდან გაიტაცა. ბავშვების გატაცება მათი მშობლიური ქვეყნიდან უსაზიზღრესი და ბარბაროსული საქციელია. ამიტომ, როგორც 2025 წლის დასაწყისში ვთქვი, მე ვაპირებ გავიტანო კანონპროექტი, რომელიც რუსეთს ამერიკული კანონმდებლობის შესაბამისად ტერორიზმის მასპონსორებელ სახელმწიფოდ აღიარებს და ამასთანავე შეუძლებელს გახდის პუტინის რუსეთთან ბიზნესის წარმოებას, თუ ისინი ბავშვებს არ დააბრუნებენ," - სენატორი ლინდსი გრემი.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 აგვისტო 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.