არქივი16 აგვისტო, 2025, 09:08
Reuters - დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს მელანია ტრამპის წერილი გადასცა, რომელშიც ომის დროს გატაცებულ ბავშვებზეა საუბარი

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლემ, მელანია ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინის წერილი გაუგზავნა, რომელშიც უკრაინასა და რუსეთში ბავშვების მდგომარეობაზეა საუბარი, - ინფორმაციას Reuters-ი ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თეთრი სახლის ოფიციალურმა პირებმა მათთან საუბარში განაცხადეს, რომ წერილი ვლადიმერ პუტინს დონალდ ტრამპმა ალასკაში სამიტის დროს პირადად გადასცა.
Reuters-ის წყაროებმა წერილის შინაარსი არ გაამხილეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მასში ომის დროს გატაცებულ უკრაინელ ბავშვებზეა საუბარი.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.