დაამთავრონ სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით, იციან საკუთარი 1-2-3%-იანი რეიტინგები… კეთილი ინებონ, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე – ირაკლი

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის შეფასებით, უკეთესი იქნება, თუ საარჩევნო ბარიერზე სპეკულაციების ნაცვლად, ერთ და ორპროცენტიანი პარტიები გაერთიანებაზე იფიქრებენ. ამბობს, რომ უფრო სწორი იქნება, ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე.
“თუ ეს 1%-იანი და 2%-იანი პარტიები იფიქრებენ გაერთიანებაზე, როგორიც არის “ლელო”, გახარია და ა.შ. ეს მათთვის იქნება უკეთესი. დაამთავრონ ეს სპეკულაციები ბარიერთან დაკავშირებით. კეთილი ინებონ, იციან საკუთარი რეიტინგები 1-2-3%, გაერთიანდნენ და ასე იზრუნონ ბარიერის გადალახვაზე. ეს იქნება უფრო სწორი, დანარჩენი მათი საქმეა. ისინი ეწეოდნენ პირდაპირ ისეთ საქმიანობას, რომელიც იყო პირდაპირ მიმართული ამ ქვეყანაში მეორე ფრონტის გაჩაღებისკენ, უკრაინის სცენარის განვითარებისკენ და ა.შ. საზოგადოებამ ეს ყველაფერი დაინახა, აქედან გამომდინარე, არჩევნებზე ისინი მიიღებენ შესაბამის შედეგს. არავითარი გაერთიანება მათ არ უშველით,” – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე კაია კალასის განცხადებაზე – ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს, როდესაც საუბარია ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაზე, მაშინ სხვა ნაბიჯებიც უნდა მოაყოლონ, ყველა უნდა იყოს თანმიმდევრული ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვაში, ქმედებით უნდა გვაჩვენონ ის, რომ ევროპული ბიუროკრატია დგას ქართველი ხალხის მხარეს