პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრაზილიაში წყალდიდობას და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა

მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას და მეწყერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ამჟამად ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველი ახორციელებს.
მაშველები ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ჩარჩენილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.
შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან, სადაც 270-ზე მეტი სახლი განადგურდა, 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.