ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსების სარაკეტო და დრონებით თავდასხმას 3 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 16 და დაკარგულია 3 პირი

რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო და დრონებით თავდასხმის შედეგად, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 3 ადამიანი დაიღუპა და 16 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 3 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. რუსების თავდასხმას 2 ადამიანი ხმელნიცკში ემსხვერპლა, 1 -ზაპოროჟიეში. დაკარგული მოქალაქეებიც ზაპოროჟიეს ოლქის მკვიდრები არიან.
რაკეტებითა და დრონებით იერიშის შედეგად ზაპოროჟიეში, ხმელნიცკში, ოდესაში, დნეპროპეტროვსკში, პოლტავაში, მიკოლაივში, ვინიცში, კრივი-რიჰში, ხარკოვში, დნიპროში, ლვოვსა და ივანო-ფრანკოვსკიში განადგურდა და დაზიანდა სახლები, ავტომობილები, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. ოკუპანტებმა ზაპოროჟიეში ჰიდრავლიკურ ნაგებობებსა და დნიპროს ჰიდროელექტროსადგურის კაშხალს დაარტყეს, მაშველები ელექტროსადგურზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებენ, მაგრამ კაშხლის გარღვევის საფრთხე არ არსებობს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსებმა უკრაინის ტერიტორიას 151 რაკეტითა და დრონით შეუტიეს. უკრაინელმა დამცველებმა 55 დრონისა და 37 რაკეტის განადგურება მოახერხეს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.