პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრაზილიაში წყალდიდობას და მეწყერს 25 ადამიანი ემსხვერპლა, განადგურებულია ასობით სახლი

ძლიერის წვიმამ ბრაზილიაში ნგრევა და მსხვერპლი გამოიწვია. მედიის ინფორმაციით, წყალდიდობას და მეწყერს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა, ათასობით მოქალაქე კი იძულებული გახდა, საკუთარი საცხოვრებელი ადგილი დაეტოვებინა.
მაშველები ესპირიტუ-სანტუსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში ჩარჩენილი მოქალაქეების გადარჩენას ცდილობენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ამჟამად ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველი ახორციელებს.
15 ადამიანი ესპირიტუ-სანტუში დაიღუპა. შტატის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ დაზარალებული ტერიტორიებიდან, სადაც 270-ზე მეტი სახლი განადგურდა, 5 400-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.