არქივი27 მარტი, 2024, 05:11
ლიბანში ისრაელის თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ ნაბათიეზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად მინიმუმ შვიდი ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროების თანახმად, დარტყმის სამიზნე სამხრეთ ლიბანში, სოფელ ჰებარიეში მდებარე ისლამური დაჯგუფების გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის ცენტრო იყო.
ცნობისთვის, ისრაელის ავიაიერიშებს გუშინ ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთით „ჰეზბოლას“ სამი მებრძოლი ემსხვერპლა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.