ბათუმში მედიკოსების მარში მიმდინარეობს

ბათუმში ევროპის მოედანზე მედიკოსები საპროტესტო მარშს აწყობენ.
ექიმების თქმით, სოლიდარობას უცხადებენ, თბილისში აქციის დროს დაკავებულ ექიმებს და სხვა მოქალაქეებს, რომლებიც პროევროპულ აქციაზე იმყოფებიან.
ექიმების განცხადებით, დაკავებულ მედიკოსებს პაციენტები ელოდებიან და დროულად უნდა მოხდეს მათი გათავისუფლება.
“განზე დგომა არ შეიძლება, ძალა არის ევროპაში, განათლება, მედიცინა და სხვა, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. დღეს საქართველოში ჩვენი შვილების გენოციდი მიმდინარეობს, რაც წარმოუდგენლად მტკივნეულია, ვითხოვთ ახალ არჩევნებს და ყველა პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. აკავებენ ექიმებს, რომლებსაც პაციენტები ელოდებიან. პეტიციას აჭარაში მოქმედმა 200-ზე მეტმა ექიმმა მოაწერა ხელი, ახალ არჩევნებს ველოდებით და გვჯერა შედეგს მივაღწევთ”, – აცხადებენ ევროპის მოედანზე შეკრებილი ექიმები.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ელოშვილი: ეს ბიჭი ჩემი და ყველასი ჩვენი ძმაკაცი ლევან ჯობავაა… ყველასი ჩვენი, იმიტომ რომ პატივია ჯობას ძმაკაცობა! იმიტომ რომ სამართლიანი კაცია, იმიტომ რომ ადამიანი უყვარს, იმიტომ რომ სამშობლო უყვარს და თანაც საქმით…

საგამოძიებო სამსახური – გამოვლენილია ამჟამად პატიმრობაში მყოფი, ყოფილი თავდაცვის მინისტრის ოჯახის წევრის კუთვნილი კომპანიების მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის გამოშვება/შენახვის ფაქტები