ბათუმში აქცია „ევროპული მომავლისთვის“ მიმდინარეობს

აჭარის მთავრობის სახლთან მოქალაქეები საპროტესტო აქციას მართავენ. მათ მეზღვაურები მარშით შეუერთდნენ, ისმის შეძახილები “გადადექით”.
აქციის მონაწილეები, ამბობენ, რომ ძლიერი წვიმისა და ქარის მიუხედავად ბათუმელები ქუჩაში გამოვიდნენ და ევროპული მომავლისთვის იბრძვიან.
“300-მდე ადამიანი არის ნაცემი და ნაწამები, ამ ძალადობის გამო არცერთი მოძალადე სამართალდამცავი არ არის დაკავებული. მშვიდობიანად ვიქნებით აქ, სანამ ეს ხელისუფლება სახლში არ წავა. მნიშვნელოვანია გამოჩნდეს თარიღი ახალი არჩევნებისა, საზოგადოების ჩართულობით უნდა მოხდეს. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჟურნალისტებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი არიან თავისუფალი სიტყვისთვის”,- აღნიშნეს მათ.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.