Zeekr-მა ახალი დამუხტვადი ჰიბრიდი, 8X წარადგინა. ლუქს კლასის SUV 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავასა და სამ ელექტრო მოტორს აერთიანებს, რაც ჯამში 1 030 კვტ სიმძლავრეს აღწევს. ავტომობილის აგრესიული დიზაინი და ულტრათანამედროვე შესაძლებლობები Zeekr 8X-ს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მოდელად აქცევს. ახალი მოდელის გლობალური პრეზენტაციის შემდეგ, სამოდელო ხაზს გააფართოებს „ზიკერ ცენტრი თეგეტაც“ – 8X საქართველოს ბაზარზე ზაფხულის სეზონიდან იქნება ხელმისაწვდომი.გიორგი შაქარაშვილი, „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „ახალი მოდელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უყვართ დიდი, კომფორტული, მაღალი ტექნოლოგიური და ამავდროულად ეკონომიური და ძლიერი ჰიბრიდული ავტომობილები. გამომდინარე იქიდან, რომ მისი წინამორბედის, Zeekr 9X-ის წარდგენამ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლებში, Zeekr-მა გადაწყვიტა, მათთვის ოდნავ უფრო კომპაქტური, თუმცა მაინც შთამბეჭდავი ზომის ლუქს კლასის SUV – Zeekr 8X შეგვეთავაზებინა.ეს არის კიდევ უფრო დინამიკური, სწრაფი და მანევრირებადი ავტომობილი. 8X იდეალური არჩევანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც 9X ზომით ოდნავ დიდი აღმოჩნდა.ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი (PHEV), რომელიც გამოიმუშავებს 900-დან 1400 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს. ავტომობილი გამოირჩევა მაღალი დინამიკითა და Zeekr-ის უახლესი ტექნოლოგიებით. ერთი დამუხტვით, მხოლოდ ელექტრო რეჟიმში, ამ მოდელს 400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია“.ახალი 8X უფრო მცირე ზომისაა და სპორტული დიზაინით გამოირჩევა, თუმცა, 9X-სა და 009-ს მსგავსად, მასაც აქვს ტრადიციული ქრომირებული სტილის ცხაურა. Dawn ვერსიაში კი შავი ცხაურა გვხვდება, რაც მანქანას უფრო აგრესიულ და მონოქრომატულ იერს სძენს.ზომების მიხედვით 8X საკმაოდ მასშტაბურია:
სიგრძე: 5 100 მმ
სიგანე: 1 998 მმ
სიმაღლე: 1 780 მმ
საბურავებს შორის დაშორება: 3 069 მმ
ზომით ის უფრო ახლოს არის ფლაგმანურ 9X-თან, ვიდრე 7X-თან.შედარებისთვის:
7X: 4787 / 1930 / 1780 მმ
9X PHEV: 5239 / 2029 / 1819 მმ
ტექნიკურად, 8X აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ტურბო ძრავით, რომელიც 205 კილოვატს გამოიმუშავებს. სისტემა შეიძლება კომბინირდეს სამამდე ელექტროძრავასთან და 55.1 ან 70-კილოვატსაათიან ბატარეასთან.Dawn ვერსიაში, სამი ელექტროძრავის დახმარებით, ჯამური სიმძლავრე 1 030 კილოვატს აღწევს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2.96 წამი სჭირდება. ორ ელექტროძრავიან ვერსიაში კი სიმძლავრე 660 კილოვატამდეა და აჩქარება 3.7 წამს შეადგენს.70-კილოვატსაათიანი ბატარეით, CLTC ციკლით საერთო სავალი მანძილი 1 416 კმ-მდე აღწევს, ხოლო Dawn ვერსიაში – 1 210 კმ-მდე. მხოლოდ ელექტრო რეჟიმში ავტომობილი დაახლოებით 410 კმ-ს გადის.900-ვოლტიანი სისტემა კი 6C ულტრასწრაფ DC დამუხტვას უზრუნველყოფს. Zeekr განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულობას – 8X-ს სალონში 50-მდე სხვადასხვა სათავსო აქვს.8X-ის ტექნიკური მახასიათებლები:
ადაპტიურ დაკიდების სისტემას
Dawn ვერსიაში Brembo-ს ექვსპისტონიან წინა მუხრუჭებს
Pirelli-ს საბურავებს
ინტერიერში წარმოდგენილია თანამედროვე და მაღალი ტექნოლოგიები:
16-დუიმიანი 3.5K OLED ცენტრალური ეკრანი
13.02-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი
44-დუიმიანი Augmented Reality Head-up Display
ლუქს ფუნქციებს შორისაა:
29-სპიკერიანი Naim Palace აუდიოსისტემა
17-დუიმიანი ჭერზე დამონტაჟებული OLED ეკრანი უკანა მგზავრებისთვის
9.5-ლიტრიანი მაცივარი, რომელიც გათბობასაც უზრუნველყოფს 50°C-მდე
გათბობის, ვენტილაციისა და მასაჟის ფუნქციების მქონე Nappa ტყავის სავარძლები
Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ზიკერ ცენტრი თეგეტაა“, სადაც, სხვა მოდელებთან ერთად, უკვე წარმოდგენილია ორი Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი – 9X და 007 GT. ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ბრენდის შოურუმს ეწვიონ (დავით აღმაშენებლის ხეივანი 137), ტესტ-დრაივი დაჯავშნონ და 8X-ის შესაძლებლობებს პირადად გაეცნონ.–„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“შემავალი კომპანია „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.

