Zeekr 8X – ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი “ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს – Netgazeti

Zeekr-მა ახალი დამუხტვადი ჰიბრიდი, 8X წარადგინა. ლუქს კლასის SUV 2.0-ლიტრიან ტურბო ძრავასა და სამ ელექტრო მოტორს აერთიანებს, რაც ჯამში 1 030 კვტ სიმძლავრეს აღწევს. ავტომობილის აგრესიული დიზაინი და ულტრათანამედროვე შესაძლებლობები Zeekr 8X-ს ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მძლავრ მოდელად აქცევს. ახალი მოდელის გლობალური პრეზენტაციის შემდეგ, სამოდელო ხაზს გააფართოებს „ზიკერ ცენტრი თეგეტაც“ – 8X საქართველოს ბაზარზე ზაფხულის სეზონიდან იქნება ხელმისაწვდომი.გიორგი შაქარაშვილი, „ზიკერ ცენტრი თეგეტას“ კომერციული დირექტორი: „ახალი მოდელი განსაკუთრებით საინტერესო იქნება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც უყვართ დიდი, კომფორტული, მაღალი ტექნოლოგიური და ამავდროულად ეკონომიური და ძლიერი ჰიბრიდული ავტომობილები. გამომდინარე იქიდან, რომ მისი წინამორბედის, Zeekr 9X-ის წარდგენამ როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია მომხმარებლებში, Zeekr-მა გადაწყვიტა, მათთვის ოდნავ უფრო კომპაქტური, თუმცა მაინც შთამბეჭდავი ზომის ლუქს კლასის SUV – Zeekr 8X შეგვეთავაზებინა.ეს არის კიდევ უფრო დინამიკური, სწრაფი და მანევრირებადი ავტომობილი. 8X იდეალური არჩევანია იმ მომხმარებლებისთვის, რომლებისთვისაც 9X ზომით ოდნავ დიდი აღმოჩნდა.ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი (PHEV), რომელიც გამოიმუშავებს 900-დან 1400 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს. ავტომობილი გამოირჩევა მაღალი დინამიკითა და Zeekr-ის უახლესი ტექნოლოგიებით. ერთი დამუხტვით, მხოლოდ ელექტრო რეჟიმში, ამ მოდელს 400 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია“.ახალი 8X უფრო მცირე ზომისაა და სპორტული დიზაინით გამოირჩევა, თუმცა, 9X-სა და 009-ს მსგავსად, მასაც აქვს ტრადიციული ქრომირებული სტილის ცხაურა. Dawn ვერსიაში კი შავი ცხაურა გვხვდება, რაც მანქანას უფრო აგრესიულ და მონოქრომატულ იერს სძენს.ზომების მიხედვით 8X საკმაოდ მასშტაბურია:სიგრძე: 5 100 მმსიგანე: 1 998 მმსიმაღლე: 1 780 მმსაბურავებს შორის დაშორება: 3 069 მმზომით ის უფრო ახლოს არის ფლაგმანურ 9X-თან, ვიდრე 7X-თან.შედარებისთვის:7X: 4787 / 1930 / 1780 მმ9X PHEV: 5239 / 2029 / 1819 მმტექნიკურად, 8X აღჭურვილია 2.0-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ბენზინის ტურბო ძრავით, რომელიც 205 კილოვატს გამოიმუშავებს. სისტემა შეიძლება კომბინირდეს სამამდე ელექტროძრავასთან და 55.1 ან 70-კილოვატსაათიან ბატარეასთან.Dawn ვერსიაში, სამი ელექტროძრავის დახმარებით, ჯამური სიმძლავრე 1 030 კილოვატს აღწევს, ხოლო 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას მხოლოდ 2.96 წამი სჭირდება. ორ ელექტროძრავიან ვერსიაში კი სიმძლავრე 660 კილოვატამდეა და აჩქარება 3.7 წამს შეადგენს.70-კილოვატსაათიანი ბატარეით, CLTC ციკლით საერთო სავალი მანძილი 1 416 კმ-მდე აღწევს, ხოლო Dawn ვერსიაში – 1 210 კმ-მდე. მხოლოდ ელექტრო რეჟიმში ავტომობილი დაახლოებით 410 კმ-ს გადის.900-ვოლტიანი სისტემა კი 6C ულტრასწრაფ DC დამუხტვას უზრუნველყოფს. Zeekr განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს პრაქტიკულობას – 8X-ს სალონში 50-მდე სხვადასხვა სათავსო აქვს.8X-ის ტექნიკური მახასიათებლები:ადაპტიურ დაკიდების სისტემასDawn ვერსიაში Brembo-ს ექვსპისტონიან წინა მუხრუჭებსPirelli-ს საბურავებსინტერიერში წარმოდგენილია თანამედროვე და მაღალი ტექნოლოგიები:16-დუიმიანი 3.5K OLED ცენტრალური ეკრანი13.02-დუიმიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელი44-დუიმიანი Augmented Reality Head-up Displayლუქს ფუნქციებს შორისაა:29-სპიკერიანი Naim Palace აუდიოსისტემა17-დუიმიანი ჭერზე დამონტაჟებული OLED ეკრანი უკანა მგზავრებისთვის9.5-ლიტრიანი მაცივარი, რომელიც გათბობასაც უზრუნველყოფს 50°C-მდეგათბობის, ვენტილაციისა და მასაჟის ფუნქციების მქონე Nappa ტყავის სავარძლებიZeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში „ზიკერ ცენტრი თეგეტაა“, სადაც, სხვა მოდელებთან ერთად, უკვე წარმოდგენილია ორი Plug-in ჰიბრიდული ავტომობილი – 9X და 007 GT. ახალი მოდელის წარდგენის შემდეგ, მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ ბრენდის შოურუმს ეწვიონ (დავით აღმაშენებლის ხეივანი 137), ტესტ-დრაივი დაჯავშნონ და 8X-ის შესაძლებლობებს პირადად გაეცნონ.—„ ჰოლდინგის“ ერთ–ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ ქართულ ბაზარზე 2024 წლიდან ოპერირებს. ის ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის Zeekr-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Zeekr არის სრულად ელექტრული პრემიუმ ბრენდი, რომელიც ხელს უწყობს ელექტრომიმართულების განვითარებას საავტომობილო სფეროში და დაფუძნებულია ნულოვანი გამონაბოლქვის იდეაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

სასამართლოში, სადაც ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს, საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა