ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

Xiaomi-ს პირველი ელექტრომობილის გაყიდვა 28 მარტიდან დაიწყება

ჩინური კომპანია Xiaomi-ს მიერ წარმოებული პირველი ელექტრომობილი 500 ათას იუანზე (69,4 ათასი დოლარი) ნაკლები ეღირება. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ჯუნმა განაცხადა.
შედარებისთვის, ჩინეთში Tesla-ს Model S-ის ფასები იწყება 698,9 ათასი იუანიდან, Model 3-ის - 245,9 ათასი იუანიდან.
ხუთ ადგილიანი სედანის, სახელწოდებით SU7 (Speed Ultra) გაყიდვები 28 მარტს დაიწყება. მისი წინასწარი შეკვეთა შესაძლებელი იქნება Xiaomi-ის 59 მაღაზიაში ჩინეთის 29 ქალაქში.
ელექტრომობილი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ 2021 წელს გამოცხადდა, 2023 წლის ბოლოს წარადგინეს. მას ბატარეის ერთი დამუხტვით 800 კმ-ის დაფარვა შეუძლია და მისი მაქსიმალური სიჩქარე 265 კმ/სთ-ია.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.