Euro 2024-ზე ქართველებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს დაიწყება
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ქართველი გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა 15 აპრილს, 13:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.
გულშემატკივრებს მისი შეძენა უეფას ბილეთების პორტალზე შეეძლებათ. ფედერაციის ცნობით, დამატებით ინფორმაციას ისინი უახლოეს დღეებში გაავრცელებენ.
26 მარტს ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და ისტორიაში პირველად, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე 18 ივნისს თურქეთს, 22 ივნისს ჩეხეთს, 26 ივნისს კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.