WSJ: რუსეთი გეგმავს შეიძინოს ირანში წარმოებული მოკლე რადიუსის რაკეტები

გამოცემა Wall Street Journal-ი 4 იანვარს აშშ-ის ანონიმურად დატოვებულ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი გეგმავს, ირანისგან შეიძინოს მოკლე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები და უკვე იღებს ათობით ბალისტიკურ რაკეტას და სარაკეტო დანადგარს ჩრდილოეთ კორეისგან და რომ ეს ნაბიჯები “ღრმა შეშფოთებას” იწვევს ბაიდენის ადმინისტრაციაში.
ამ ცნობის გავრცელების ფონია კიევის თხოვნა მხარდაჭერის გაგრძელებაზე და რესპუბლიკელების მიერ მილიარდობით დოლარის დაბლოკვა – თეთრი სახლის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი უკრაინის დასახმარებლად იყო გათვალისწინებული.
გამოცემა წერს, რომ რუსეთის წარმომადგენლები დეკემბრის შუა რიცხვებში ეწვივნენ ირანში მდებარე საწვრთნელ ობიექტს და დაესწრნენ რაკეტების გამოცდას.

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო – ძლიერი საქართველო“ – სახეზეა ანექსიის პროცესის ფაქტობრივი გაღრმავება, როცა პირველად ისტორიაში, რუსეთის მოქალაქეა ე. წ. პრეზიდენტობის კანდიდატი – ამ ფონზე სრულიად მიუღებელია მმართველი რეჟიმის ტრადიციული დუმილი

ნორვეგიის საგარეო უწყება – რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივი პოლიტიკური ინტეგრაციისა და მათი სრული ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები შემაშფოთებელია და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს

ირაკლი კობახიძე: ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველომ ეკონომიკური ზრდის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დააფიქსირა, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, უზრუნველვყოთ, რომ შედეგები მდგრად, ინკლუზიურ და გრძელვადიან განვითარებაში აისახოს