უკრაინაში არარუსულ რაკეტებს იყენებს

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინის ხარკივის რეგიონი არარუსული წარმოების რაკეტებით დაბომბა. განცხადება რეგიონის გუბერნატორმა გააკეთა. ხარკივის გუბერნატორის ოლეჰ სინეჰუბოვის განცხადებას უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებელი Suspilne ავრცელებს.
თეთრმა სახლმა ერთი დღით ადრე თქვა, რომ უკრაინაში იყენებს ჩრდილოეთ კორეაში დამზადებულ რაკეტებს. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ რუსეთმა ახლახან მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები SRBM გამოიყენა, რომელთა საშუალებითაც უკრაინის წინააღმდეგ მრავალი იერიში მიიტანეს.
სინეჰუბოვის თქმით, რაკეტების წარმომავლობის შესწავლა გრძელდება. „ახლა ვიტყვი, მხოლოდ იმას, რომ ამ რაკეტებიდან ნიშნები წაშლილია. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რისი დანახვაც შესაძლებელია, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანა, რომელმაც ის აწარმოა, არ არის რუსეთის ფედერაცია“, – განაცხადა ხარკივის გუბერნატორმა.
უკრაინას ჯერ არ დაუდასტურებია შეერთებული შტატების განცხადება, რომ აღნიშნული რაკეტები ფხენიანის მიერ არის წარმოებული. უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა დღეს დილით განაცხადა, რომ კიევს ამ ეტაპზე არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, იყო თუ არა რაკეტები ჩრდილოეთ კორეის.

ასევე დაგაინტერესებთ

მერაბ მალანია – რაც ხდება, უსამართლობაა – ბევრი ტალახი მესროლეს, მაგრამ თმენის ვალდებულება მაქვს – ამბობენ, რომ დაგეგმვაში ვმონაწილეობდი, ვინაიდან ბავშვი მასწავლებელთან მივიყვანე და წამოვიყვანე, ეს არის ჩემი დანაშაული

გიორგი სიორიძე – 2026 წლის ივნისში პური 6,6%-ით, ზეთი 5,5%-ით, ხორცი 9,8%-ით, ხილი 8,7%-ით, ხოლო თევზეული 20,4%-ითაა გაძვირებული – თამამად შეიძლება ითქვას, რომ ფასების კომისიის და სუს-ის გამოძიების შედეგი არის სრული კრახი!