პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

WSJ: აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა

აშშ-მ ინდოეთის ოკეანეში ირანთან დაკავშირებული ნავთობტანკერი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal სამ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ტანკერს სახელად Skywave აშშ-მ სანქციები მარტში, ირანული ნავთობის ტრანსპორტირების გამო დაუწესა.
WSJ-ს ცნობით, გემების თვალთვალის მონაცემები აჩვენებს, რომ ტანკერი მალაკის სრუტის გავლის შემდეგ, მალაიზიის დასავლეთ ნაწილში მიცურავდა.
გამოცემის ინფორმაციით, გემს, სავარაუდოდ, 1 მილიონ ბარელზე მეტი ნედლი ნავთობი გადაჰქონდა, რომელიც თებერვალში ირანის ხარგის კუნძულზე დაიტვირთა.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 მაისი 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.