ტრამპის თქმით, სიმ ირანთან შუამავლობა შესთავაზა და უთხრა, რომ თეირანს იარაღს არ მიაწვდის

და სი ძინფინგი პეკინში, 2026 წლის 14 მაისი. BRENDAN SMIALOWSKI/Pool via REUTERSFox News-თან საუბარში -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა ირანთან შუამავლობის, ომის დასრულებასა და ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარების სურვილი გამოთქვა.
“მან თქვა, მე ვისურვებდი დახმარებას, თუ ეს რამენარიად შემეძლებაო… მას სურს ჰორმუზის სრუტე გაიხსნას. თქვა, თუ რამენაირად შემეძლება, მინდა დაგეხმაროთო.” – თქვა ტრამპმა.
14 მაისს პეკინს ეწვია და სი ძინფინგს შეხვდა. სანამ ის ვიზიტისთვის გაემგზავრებოდა, ამბობდა, რომ ირანთან ომის დასრულებაში ჩინეთის დახმარება არ სჭირდებოდა.
ამას გარდა ტრამპმა თქვა, რომ ჩინეთი ირანს “სამხედრო აღჭურვილობას” არ მიაწვდის.
“მან (სიმ) თქვა, რომ არ აპირებს ირანს სამხედრო აღჭურვილობა მისცეს. ეს დიდი განცხადებაა… მან ეს დღეს თქვა. ეს დიდი განცხადებაა.” – თქვა ტრამპმა.
ტრამპს აქამდეც ჰქონდა ნათქვამი, როგორ მიიღო სი ძინფინგისგან პირობა, რომ ჩინეთი ირანს შეიარაღებას არ მიჰყიდდა. თუმცა, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ პეკინი თეირანს სადაზვერვო ინფორმაციას, ელექტრონულ ნაწილებსა და ნავთობის საფასურს აძლევს. -ს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სის ირანისგან ნავთობის შესყიდვის გაგრძელება სურს.
“თუმცა ამავდროულად თქვა, რომ იქ ბევრ ნავთობს ყიდულობენ და ამის გაგრძელება უნდათ.” – თქვა ტრამპმა.