ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

World Press Photo-მ მიწვევა გაუუქმა რუსული სამთავრობო TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც კონკურსში საქართველოში გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა

World Press Photo-მ მიწვევა გაუუქმა რუსული სამთავრობო TASS-ის ფოტოგრაფს, რომელმაც კონკურსში საქართველოში გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა

პრესტიჟული ფოტოკონკურსი World Press Photo იუწყება, რომ რუსული სამთავრობო მედიის, TASS-ის ფოტოგრაფი მიხაილ ტერეშენკო, - რომელმაც კონკურსში საქართველოში ანტირუსული და ანტისამთავრობო აქციებზე გადაღებული ფოტოთი გაიმარჯვა, - აღარ არის მიწვეული ამსტერდამში გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონიალზე.
2025 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ World Press Photo-ს 2025 წლის გამარჯვებული ევროპიდან ფოტოისტორიების კატეგორიაში გახდა რუსი ფოტოგრაფი, კრემლის საინფორმაციო სააგენტო TASS-ის თანამშრომელი მიხაილ ტერეშჩენკო.
მან კონკურსში თბილისის საპროტესტო აქციებზე გადაღებული ფოტოისტორია წარადგინა.
ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკეს ქართველმა ფოტოჟურნალისტებმა და ფოტოდოკუმენტალისტებმა - მათ ერთობლივი განცხადებით გააპროტესტეს ჟიურის გადაწყვეტილება.
2025 წლის 11 აპრილს World Press Photo განახლებულ ინფორმაციაში წერს:
· „ევროპის კონტინენტზე გაზრდილი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე, ჩვენ აღარ შეგვიძლია, მივიღოთ სტუმრები სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი რუსული ორგანიზაციიდან;
· შედეგად, მიხაილ ტერეშენკო აღარ არის მოწვეული ამსტერდამში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე“.
ქართველი ფოტოგრაფები, რომლებიც იღებდნენ 2024 წლის გაზაფხულის და ნოემბერ-დეკემბრის აქციებს, მიიჩნევდნენ რომ რუსი ფოტოგრაფის ნამუშევრებიც სუსტია და ჟიურისაც არ აღმოაჩნდა საკმარისი მგრძნობელობა კონტექსტის გასათვალისწინებლად. სწორედ ამიტომ მათ ერთობლივი განცხადებით მიმართეს World Press Photo-ს.
ისინი აღნიშნავდნენ, რომ „World Press Photo-ს მიერ შერჩეულმა ფოტოგრაფმა საჯაროდ დაუჭირა მხარი რუსეთის შეჭრას უკრაინაში და ეს აგრესია „განმათავისუფლებელ“ აქტად შეაფასა“.
მანამდე World Press Photo-მ განაცხადა, რომ გააუმჯობესებს კონკურსის წესებს.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.