ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

რუსული სამთავრობო მედია ანტალიის საერთაშორისო ფორუმზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პროპაგანდისთვის იყენებს

რუსული სამთავრობო მედია ანტალიის საერთაშორისო ფორუმზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პროპაგანდისთვის იყენებს
რუსული სამთავრობო მედია ანტალიის საერთაშორისო ფორუმზე ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს პროპაგანდისთვის იყენებს. რუსული მედია კობახიძის სიტყვებს ციტირებს და ამტკიცებს, რომ "2022 წელს საქართველოს მოუწოდებდნენ, რომ უკრაინის კონფლიქტს შეერთებოდა".
 კობახიძემ დღეს ანტალიის საერთაშორისო ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ 2022 წლის თებერვლის თვეში, საქართველოს ორჯერ მოსთხოვეს უკრაინის კონფლიქტში ჩართვა:
 "2022 წლის თებერვალში რუსეთ-უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ჩართვის თხოვნით მოგვმართეს. მეორე თხოვნით 2022 წლის თებერვლის ბოლოს მოგვმართეს. ამ საკითხთან მიმართებით საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხი საკმაოდ უხეში იყო" - თქვა კობახიძემ ფორუმზე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.