[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
მსოფლიო ჩემპიონატზე L ჯგუფში ბოლო, მესამე ტური ჩატარდა.
ინგლისმა პანამას 2:0, ხორვატიამ კი განას 2:1 მოუგო.
ჯგუფში 7 ქულით პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა, 6 ქულით მეორე ადგილი ხორვატიამ, 4 ქულით მესამე განამ, ხოლო პანამა ქულის გარეშე მეოთხე პოზიციაზე დარჩა.
ინგლისი, ხორვატია და განა 1/16-ფინალში გავიდნენ.
ისტ რატერფორდი. „მეტლაიფ სთედიუმი“
პანამა - ინგლისი 0:2
გოლები: 0:1 ბელინგემი (62), 0:2 კეინი (67)
ფილადელფია. „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“
ხორვატია - განა 2:1
გოლები: 1:0 სუჩიჩი (31), 1:1 ლიუკასენი (73), ვლაშიჩი (83)
- კეინი 11 გატანილი გოლით მსოფლიო ჩემპიონატებზე ინგლისელთა რეკორდსმენი გახდა. მან ამ სეზონში ნაკრებსა და კლუბში 65 მატჩში 70 გოლი გაიტანა.
- პირველად მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ინგლისელთა სასტარტო შემადგენლობაში არაინგლისური კლუბების ოთხი ფეხბურთელი იყო.
- ხორვატმა პერიშიჩმა მსოფლიო ჩემპიონატებზე მე-20 მატჩი ჩაატარა (ყველა სასტარტოდან დაიწყო) - რეკორდსმენი მალდინია (23).
- 40 წლის და 292 დღის მოდრიჩი მსოფლიო ჩემპიონატებზე ყველაზე ასაკოვანი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 28 ივნისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.