დღეს გამთენიისას ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ფლეი-ინის მატჩები გაიმართა. “ორლანდო” მეჯიქი” “ფილადელფია სიქსერსთან” 97:109 დამარცხდა. “გოლდენ სტეიტმა” კი “ლოს ანჯელეს კლიპერსი” 126:121 დაამარცხა.
ბუნებრივია, ქართველი გულშემატკივრებისთვის უფრო დიდ ინტერესს “ორლანდოს” შეხვედრა იწვევდა. სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ მოედანზე 15:28 წუთი გაატარა, რა დროშიც 2 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ტაირის მაქსი გახდა. “ფილადელფიას” უკანახაზელმა 42 წუთში 31 ქულა, 2 მოხსნა და 6 შედეგიანი პასი დააგროვა.
მიუხედავად მარცხისა, “ორლანდო” პლეი-ოფში მოხვედრის შანსს მაინც ინარჩუნებს, ამისთვის “მეჯიქმა” ხვალ, 17 აპრილს, “შარლოტ ჰორნეტსი” უნდა დაამარცხოს.
რაც შეეხება დასავლეთ კონფერენციაში გამართულ დაპირისპირებას, სტეფ კარიმ შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა და საკუთარ გუნდს ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ულიდერა. კარიმ 36 წუთში 35 ქულა, 1 მოხსნა, 4 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა.
კავაი ლეონარდმა 40 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა და 3 ასისტი დააგროვა.
“გოლდენ სტეიტს” პლეი-ოფში გასასვლელად “ფინიქს სანსის” დამარცხება მოუწევს, აღნიშნული შეხვედრა ასევე ხვალ, 17 აპრილს, თბილისის დროით 06:00 საათზე დაიწყება.