ლებრონი VS დურანტი, მამუკელაშვილი ჰარდენის წინააღმდეგ და გოგას შანსი - NBA-ის პლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი ცნობილია
ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) რეგულარული სეზონი დასრულდა. ცნობილია ფლეი-ოფისა და ფლეი-ინის ყველა წყვილი.
რა თქმა უნდა, პირველ რიგში სანდრო მამუკელაშვილისა და გოგა ბითაძის გუნდების მეტოქეები გვაინტერესებს. "მამუს" "ტორონტო" ფლეი-ოფში გავიდა, სადაც "კლივლენდ კავალიერსს" დაუპირისპირდება, აი გოგას "ორლანდო" კი ფლეი-ინში ითამაშებს და "ფილადელფიას" დამარცხების შემთხვევაში, ფლეი-ოფის საგზურს მოიპოვებს.
გუნდები ასე დაწყვილდნენ:
დასავლეთ კონფერენცია
"ოკლაჰომა სითი თანდერი" - ფლეი-ინის გამარჯვებული (მერვე ადგილოსანი)
"სან ანტონიო სპურსი" - პლეიინის გამარჯვებული (მეშვიდე ადგილოსანი)
"დენვერ ნაგეთსი" - "მინესოტა ტიმბერვულვზი"
"ლოს ანჯელეს ლეიკერსი" - "ჰიუსტონ როკეტსი"
ფლეი-ინის მატჩები
"ფინიქს სანსი" - "პორტლენდ ტრეილ-ბლეიზერსი"
"ლოს ანჯელეს კლიპერსი" - "გოლდენ სტეიტ უორიორსი"
აღმოსავლეთ კონფერენცია
"დეტროიტ პისტონსი" - ფლეი-ინის გამარჯვებული (მერვე ადგილოსანი)
"ბოსტონ სელტიქსი" - ფლეი-ინის გამარჯვებული (მეშვიდე ადგილოსანი)
"ნიუ იორკ ნიქსი" - "ატლანტა ჰოუქსი"
"კლივლენდ კავალიერსი" - "ტორონტო რაპტორსი"
ფლეი-ინის მატჩები
"ორლანდო მეჯიქი" - "ფილადელფია სიქსერსი"
"შარლოტ ჰორნეტსი" - "მაიამი ჰიტი"
ცნობისთვის, ფლეი-ინის შეხვედრები 14 აპრილიდან დაიწყება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 აპრილი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.