[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
![[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი](/wp-content/uploads/2025/11/yegoian-1762790887-oSTkPy.jpg)
ირაკლი ეგოიანმა შეუცვლელად ითამაშა და მიმდინარე ერედივიზიონში მე-2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა (აქტივში აქვს ერთი გოლიც). ეს მოხდა მატჩის დასაწყისშივე, მე-8 წუთზე, მისი "ექსელსიორი" კი საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა "ჰერაკლესთან".
ვფიქრობთ, შეიძლებოდა, გოლი თავად ეგოიანისთვის ჩაეთვალათ. ის შორიდან ძლიერად ურტყამდა კარში და ეგებ შედევრიც გამოსულიყო, რომ არა... თანაგუნდელი, რომელსაც ბურთი ზურგში მოხვდა და ბადეში აღმოჩნდა. ეგოიანის შეფასება - 6,5.
აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ვიტესი" გაკოტრებას გადარჩა და მომავალ სეზონში კლუბში კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.